ბზინვა

70

ბზინვა _  ბრწყინვა, ელვარება

 

ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _  მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი  გაშლილია და თვალთან მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრწყინვა“ / „ელვარება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი ბრუნვადი მოძრაობა მაჯაში.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.