ბიცოლა _ ბიძის ცოლი, ძალუა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიძა“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ /“ცოლი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ, ზევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.