კომენტარი

კომენტარი  _   ტექსტის ან დებულების ახსნა-განმარტება, შენიშვნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება საფეთქელს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამბავი“ / „თხრობა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები და ცერები წვერებით ეხება … Read more

Categories

კომბოსტო

კომბოსტო  _   ერთწლოვანი ბოსტნეული მცენარე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით აღმართული ცერებით, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კომბალი

კომბალი  _    მრგვალთავიანი დიდი, ჯოხი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კოლოფი

კოლოფი  _   პატარა ყუთი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით იცვლება პოზიციები და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელისგული უფრო ახლოსაა განთავსებული სხეულთან, მარჯვენა კი _ წინ არის წაწეული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

კოლექტივი

კოლექტივი  _  ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც აკავშირებს საერთო საქმიანობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამსახური“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კავშირი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელისგულები, … Read more

Categories

კოკორი

კოკორი  _  საყვავილე კვირტი, გაუშლელი ყვავილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ფორმა _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა … Read more

Categories

კოკა

კოკა  _   დოქი, დიდმუცლიანი, დაბალყელიანი და ცალყურიანი წყლის საზიდი თიხის ჭურჭელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება დოქის ფორმის ტრაექტორიის მოძრაობა ზევით; პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ჭერა“ _   მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ. … Read more

Categories

კოვზი

კოვზი _    მცირედ ჩაღრმავებული ტარიანი მოგრძო საგანი ფქვილის, სითხის, ფაფისა და წვნიანი საჭმლის ასაღებად   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით და მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითი ცერზეა შემოხვეული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

Categories

კნუტი

კნუტი  _   კატის ნაშიერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „კატა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს და ასრულებს განმეორებად, წრიულ მოძრაობას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი … Read more

Categories

კნავილი

კნავილი  _  კატის ხმიანობა: «მიაუ, მიაუუ!»   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „კატა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს და ასრულებს განმეორებად, წრიულ მოძრაობას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვირილი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და … Read more

Categories

კმაყოფილი

კმაყოფილი  _   ნასიამოვნები   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული  გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კმარა

კმარა _   მეტი არ არის საჭირო, საკმარისია, სამყოფია   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ქვევითაა მიმართული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ხელი ზევით მოძრაობს და ნიკაპს ეხება.  ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.  

Categories

კლინიკა

კლინიკა  _    სამედიცინო, სამკურნალო დაწესებულება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საავადმყოფო“ _ გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, საჩვენებელი თითი მარცხენა მკლავზე ჯვარს გამოსახავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენობა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ცერი და საჩვენებელი თითი _ მართკუთხედის ფორმით, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

კლუბი

კლუბი  _  საგანგებო შენობა, სადაც იკრიბებიან თანამოაზრე ადამიანები გართობის მიზნით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კლიტე

კლიტე  _   საკეტი მოწყობილობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories