ლოთი – ვინც ხშირად თვრება, ვინც ხშირად და ჭარბად სვამს მაგარ სასმელებს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ /„სასმელი“ – მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და გაშლილი საჩვენებელი თითით ეხება ყელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლოთი“ – მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი ეხება ჯერ მარცხენა, შემდეგ – მარჯვენა მხარს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
