ვინაობა

10

ვინაობა    ამა თუ იმ ადამიანის წარმოშობა, სადაურობა; რაობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პიროვნება“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.