ვერა

4

ვერა   უარყოფის სიტყვა, აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ მოქმედების შესრულება შეუძლებელია

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „არა“ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.