ბზინვა _ ბრწყინვა, ელვარება
ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი გაშლილია და თვალთან მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრწყინვა“ / „ელვარება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი ბრუნვადი მოძრაობა მაჯაში. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.