რუსეთი

5

რუსეთი _  ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რუსი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, ხელი ეხება სახეს ნიკაპთან (ან ცხვირის ქვეშ); ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვეყანა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.