ვინც

2

ვინც      რომელი ადამიანიც;  მიმართებითი ნაცვალსახელი, იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ,

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა, წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.