ვენა – სისხლძარღვი, რომლითაც სისხლი ცოცხალი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებიდან მიედინება გულისაკენ
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელის ზედაპირზე მაჯასთან წინ და უკან განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.