ვაჟიშვილი – ადამიანის შვილი მამრობითი სქესისა, ძე, ვაჟი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ვაჟი“ – მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.