ვადაგასული – რის ვადაც გათავდა; რასაც ვადა გაუვიდა, დროგასული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი დინამიკური სიტყვა-ჟესტი „როდის?“ – მარჯვნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილი თითების წვერები ეხება ცერს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასვლა“ – ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია წინ, თითები მიმართულია მარცხნივ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ, ბოლო ფაზაში ხელისგულები გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.