უშნო _ ვისაც ან რასაც შნო, მოხდენილობა აკლია, ულამაზო, ულაზათო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლამაზი“ _ ზევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წრიულად მოხრილი თითები ეხება ლოყებს, ხელი ქვევით მოძრაობს და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, შემდეგ ფაზაში ხელი ზევით მოძრაობს და თითების წვერებით ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.