უფსკრული

5

უფსკრული _  მეტისმეტად ღრმა, თვალჩაუწვდენელი ხევი, ხრამი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური,

სიტყვა-ჟესტი „მიწა“_ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნით“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით, ხელი გადის მარცხენა ხელისგულსა და სხეულს შორის. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.