უმცროსი _ ასაკით, წლოვანებით ვინმეზე მცირე, პატარა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტს, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _
მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.