უხმო _ 1. უხმაურო, ჩუმი, წყნარი; 2. ხმის უფლების გარეშე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი სიტყვა-ჟესტი „ხმა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ყელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.