უგუნური

5

უგუნური  _ უჭკუო, მოუსაზრებელი, უაზრო, სულელური

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დებილი“ _ მუშტად შეკრული თითებით ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა განმეორებადი მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით და ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.