უგრძნობელი

6

უგრძნობელი  _  გრძნობის არმქონე, შეგრძნებას მოკლებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრძნობა“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვემოთ დაშვებული საჩვენებელი თითი ეხება გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით ქვევით მიმართულ მარცხენა ხელისგულის ზურგს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.