უარყოფა

5

უარყოფა _  რამე არსებულის არმიჩნევა, მიუღებლობა, უკუგდება, რამეზე უარის თქმა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უარი“ _ მარცხენა ხელისგულის ზემოთ  განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი, ფალანგებში ერთად მოხრილი და სხეულისკენ მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით, მომდევნო ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მტკიცე“ _ მუშტად შეკრული თითებით ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი წინ და ზევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.