თვიური

5

თვიური   რაც ერთი თვის განმავლობაში ხდება, თითო თვის ვადით განსაზღვრული, რაც ყოველ თვე მეორდება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვე“ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წარბებს შორის სახეზე მიდებულია ზევით აღმართული ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა   წინ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.