თვითნასწავლი

2

თვითნასწავლი  ვინც თვითგანვითარებით (მასწავლებლის დახმარების გარეშე) მიიღო ცოდნა, განათლება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვითონ“ ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ცერი ეხება სხეულს ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მხართან. ჟესტი სრულდება სახისა და  მკერდის დონეზე.