თლა – ზედაპირის თხელი ფენის აჭრა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ოდნავ მოხრილია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.