თხრილი – ნათხარი, გაჭრილი, გათხრილი მიწა, გრძლად გაჭრილი ორმო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „თხრა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ ქვევით დაშვებული, გაშლილი თითებით, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.