თიხა – წმინდამარცვლოვანი დანალექი ქანი, რომელიც სველი იზილება და გაშრობის შემდეგ ინარჩუნებს მიღებულ ფორმას, გამოწვისას ქვასავით მაგრდება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ჭყლეტა“ / „სრესა“ – ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში მუშტებად შეკრულია თითები. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.