თიკანი – ციკანი, თხის ნაშიერი ექვს თვემდე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „თხა“ – ხელისგული მიმართულია წინ, ხელი ზურგით ეხება შუბლს, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.