თავმოყვარეობა – თავისი თავის დაფასების უნარი, საკუთარი ღირსების გრძნობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უარი“ – ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შერცხვენა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი მოძრაობს სხეულისკენ და საჩვენებელი თითი ეხება ლოყას. ჟესტი სრულდება მკერდისა და სახის დონეზე.