თავგანწირვა – თავის განწირვა, თავის არდაზოგვა, თავგამეტება, თავდადება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თავი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და შუბლზე მიდებულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაყიდვა“ – ხელისგულები ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.