თავდაყირა

9

თავდაყირა   თავით ძირს, თავდაღმა

 

რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თავი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და შუბლზე მიდებულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი,  სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაყირავება“ ხელისგულები წინაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყირა“ თავის დონეზე განთავსებული ხელისგული მიმართულია მარცხნივ მუშტად შეკრული თითებითა და ოდნავ წამოწეული საჩვენებელი თითით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.