თავბრუ

4

თავბრუ   გაბრუება, რეტი, ბრუ; ადამიანის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ეჩვენება, რომ გარემო საგნები თითქოს ქანაობენ, ტრიალებენ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული სიტყვა-ჟესტი „თავი“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტრიალი“    ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.