ჭვარტლი _ არასრული წვის პროდუქტი შავი ფერფლის სახით
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _ სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზეცა“ _ წინ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.