ჭყლეტა _ სრესა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ურთიერთსაპირისპირო განმეორებადი მოძრაობა და ხდება პოზიციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.