სტატისტიკა _ 1. მეცნიერება, რომელიც სწავლობს მასობრივ საზოგადოებრივ მოვლენათა რაოდენობრივ მხარეს; 2. მასობრივ მოვლენათა და შემთხვევათა რაოდენობრივი აღრიცხვა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროგრამა“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგულთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინფორმაცია“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.