სივიწროვე

9

სივიწროვე  _  მცირე ზომის ქონა, ფართობის ნაკლებობა, ვიწროობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვიწრო“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები და ერთმანეთს მჭიდროდ ეხება, ორივე ხელით რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ცვლიან პოზიციებს: ჯერ მარჯვენა ხელია ზემოთ განთავსებული, შემდეგ _ მარცხენა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.