შეუსვენებელი

1

შეუსვენებელი _   მოუსვენებელი, დაუსვენებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ /„გარდაცვალება“ _ მკერდზე მიდებული, მაჯებთან გადაჯვარედინებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.