შერცხვენა

7

შერცხვენა _  სირცხვილის განცდა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ნამუსი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება  მოძრაობა სხეულისკენ და თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საყვედური“ / „გაკიცხვა“  _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ  მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება წინ მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი წინ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ წინ და ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.