შერცხვენა _ სირცხვილის განცდა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამუსი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საყვედური“ / „გაკიცხვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება წინ მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი წინ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
