შეგნება _ შინაარსში, არსში ჩაწვდომა, შეცნობა, გაგება, მიხვედრა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყველაფერი“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.
