სემესტრი

7

სემესტრი _   სასწავლო წლის ნახევარი უმაღლეს სასწავლებელში ან ტექნიკუმში

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, თითები ირხევა, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანები“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება სამჯერადი მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის, სახისა და მხრების დონეზე.