სავსებით

5

სავსებით _  მთლიანად, მთლად, სრულიად, სრულებით, სულ

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სავსე“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და წინ გადაადგილება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ასი“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროცენტი“ _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა ქვევით; ბოლო ორი ჟესტი ერთად ნიშნავს 100%-ს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.