სათბური _ მინის სახურავისა და კედლების მქონე შენობა, სადაც სინათლისა და სითბოს საჭირო პირობების დაცვით ხელოვნურად აშენებენ მცენარეებს, ორანჟერეა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი „სახლი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, ხელები წინ გადაადგილდება ერთად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.