საშვი

8

საშვი _   სადმე შესვლის ნებართვის საბუთი, (კისერზე ჩამოკიდებული)

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი ცერებით და საჩვენებელი თითებით ღია წრეებია გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები ეხება მკერდს და სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი  ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.