საფასური _ სასყიდელი, ფასი; გასამრჯელო, ხელფასი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დგომა“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართული საჩვენებელი და შუა თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.