საჯარო

4

საჯარო  _  საზოგადოებისათვის განკუთვნილი, საზოგადო, საყოველთაო, სახალხო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მთავრობა“ _ მარცხნივ მიმართულია შუბლთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, შუა თითი მოხრილია,   დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამათ“ _ მარჯვენა ხელისგული ზევით და სხეულისკენაა მიმართული გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.