საითკენ

9

საითკენ  _   რა მიმართულებით, რომელი მხრისაკენ, საით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სად“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია  ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი, თანდებული „-კენ“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული  თითებით,  სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.