საიდუმლო _ რასაც სხვებს არ უმჟღავნებენ, გარეშეთაგან დაფარული რამ
ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი ცერი ჯერ მარჯვენა ლოყას ეხება მსუბუქად და ქვევით მოძრაობს, შემდეგ _ მარცხენას და ისევ ქვევით მოძრაობს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.