საძმო

3

საძმო _ ძმებისათვის განკუთვნილი, ძმებისა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი  ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძმა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, საჩვენებელი თითი მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კავშირი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელისგულები, ორივე ხელით ერთად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.