საბარგო _ ბარგისათვის განკუთვნილი, ბარგისა, სატვირთო, საბაგაჟო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარგი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახული ღია წრე, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.