რტო

3

რტო _    შტო, ტოტი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა- ჟესტი „ხე“ – გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელი თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტოტი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ირიბი ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.