რომელიმე _ ერთ-ერთი მრავალთაგანი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რომელი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ნაწილაკი „-მე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.