რეისი _ თვითმფრინავის გზა, საავიაციო ტრანსპორტით მგზავრობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვითმფრინავი“ _ წინ და ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნუმერაცია“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა N-გრაფემის ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.